ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საბავშვო ბაღი აშენდა
ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი აშენდა, რომლის გახსნის ცერემონია 27 ივლისს გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.
საბავშვო ბაღი 150 ადგილზეა გათვლილი და ორიენტირებულია ბავშვების 8 ჯგუფის შენახვაზე.
როგორც გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე დვორნიკოვმა განაცხადა, საბავშვო ბაღის ექსპლუატაციაში ჩაშვება სამხედრო მოსამსახურეების სოციალურ დაცულობას უზრუნველყოფს.