ცხინვალში, რძლის მკვლელობის ბრალდებით, ნუგზარ შევარდენიძე დააკავეს

ცხინვალის ე.წ. სამართალდამცველებმა ყორნისის რაიონში, სოფელ დიდმუხაში, რძლის მკვლელობის ბრალდებით, 68 წლის ნუგზარ შევარდენიძე დააკავეს.
ე.წ. გენპროკურატურის ვერსიით, შევარდენიძე ძმის, დომენტის საცხოვრებელ სახლში მივიდა და რძალთან, ტადაევა ნაზირასთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა.
ამის შემდეგ შევარდენიძემ რძალს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რომლის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
კაცი, ამჟამად, ე.წ. დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მისი ქმედების მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.
გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები