დარჩება თუ არა სოხუმი ციტრუსების რეალიზების ძირითადი ბაზრის გარეშე – რუსეთი სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანის წესს ამკაცრებს

რუსეთის მთავრობამ ყვავილების, ხილის, ბოსტნეულისა და სხვა მაღალი ფიტოსანიტარული რისკის მქონე პროდუქციის შეტანის წესი გაამკაცრა.
ახალი წესის მიხედვით, რუსეთის საზღვარზე შესაძლებელია მხოლოდ 5 კგ ხილისა და ბოსტნეულის, ასევე, მაქსიმუმ 3 თაიგულის შეტანა.
უფრო დიდი ოდენობის პროდუქციის შეტანას სპეციალური ფიტოსანიტარული სერტიფიკატი დასჭირდება, რომელიც ადრე გათვალისწინებული არ ყოფილა.
წონითი შეზღუდვები შეეხება: პარკოსნებს, თხილს, კომბოსტოს, სტაფილოს, ბოლოკს, კიტრს, ხახვს, ლეღვს, ანანასს, ავოკადოს, მანგოს, გარგარს, ბალს, ალუბალს, ატამსა და ციტრუსებს.
ახალი წესი ძალაში 19 აგვისტოდან შედის.
აფხაზური მედია აღნიშნავს, რომ მცირე მეწარმეები ოკუპირებული აფხაზეთიდან საკუთარი პროდუქციის რეალიზებას სოჭში ახორციელებდნენ.
ახალმა წესმა, შესაძლოა, პროდუქციის გაძვირება ან შეფერხებით მიწოდება გამოიწვიოს, რადგან მცირე მეწარმეებს შესაბამისი სერტიფიკატის მოპოვება, შესაძლოა, გაუჭირდეთ.
ცნობილია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მცირე მეწარმეები თავს, ძირითადად, რუსეთის ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანით ინახავენ. ამ პროდუქციას შორის არის: ციტრუსები, თხილი და სხვა პროდუქტები, ასევე, ყვავილი – მიმოზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები