გალში ცოფით ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ გალში ცოფით ერთი კაცი ძაღლის კბენის შედეგად გარდაიცვალა.
გალში ცოფთან დაკავშირებული პრობლემა აქტუალურია.
ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების მონაცემით, მხოლოდ ივნისის თვეში სამედიცინო დაწესებულებას 36 ადამიანმა მიმართა.
როგორც რაიონის მთავარმა ვეტერინარმა, ლიანა ჯგერენაიამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ვაქცინა უფასოა, მეპატრონეები ცხოველების ვაქცინაციაზე უარს აცხადებენ.
ჯგერენაია გამოსავალს ასეთი მეპატრონეების დაჯარიმებაში ხედავს.