ცხინვალის ე.წ. პარლამენტი დუმას მიმართავს, „ქართველების მიერ გენოციდი“ ოფიციალურად აღიაროს

ცხინვალის ე.წ. პარლამენტმა რუსეთის დუმისადმი მიმართვა მოამზადა, რომელშიც ითხოვს,   მოსკოვის მიერ 1920 წელს „საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის გენოციდი“ ოფიციალურად აღიაროს.
მიმართვის ტექსტში ნათქვამია, რომ „1920 წლის 12 ივნისს  ქართულმა არმიამ პოლკოვნიკ ჩხეიძის ხელმძღვანელობით სადამსჯელო ოპერაცია დაიწყო.
საქართველოს ჯარმა ცხინვალიდან დაწყებული სოფელ რუკამდე ხალხი დახოცა, არ ინდობდა არც ბავშვებს, არც ქალებს, არც მოხუცებს“.
მიმართვის ტექსტი გადაეგზავნება რუსეთის პრეზიდენტს, მთავრობას, სახელმწიფო დუმასა და ფედერალურ საბჭოს.
16 ივლისს შესაბამისი მოწოდებით, რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრებს ცხინვალელმა კომუნისტებმა მიმართეს.
1920 წლის ე.წ. სამხრეთ ოსეთის „გენოციდის“ თემის გააქტიურება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოახდინა.
9 ივლისს მან განაცხადა, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ  „საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია“.
მისივე თქმით, 1919-1920 წლებში საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები