ქიბარ ხალვაში: არ ჩავერევი „რუსთავი2-ის” ჟურნალიტების პროფესიულ საქმიანობაში

“არ ჩავერევი „რუსთავი2-ის” ჟურნალიტების პროფესიულ საქმიანობაში. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობით”, – ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“ბუნებრივია, ამ ეტაზე მთავარი კითხვა, რაც ჩემ  მიმართ შესაძლოა, არსებობდეს, მდგომარეობს იმაში, თუ რა იქნება ჩემი პირველი ნაბიჯები და როგორ წარმომიდგენია „რუსთავი 2-ის“ მომავალი.

ამ კითხვაზე საკმაოდ მკაფიო პასუხი მაქვს!
არ ვაპირებ, შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული. არ ჩავერევი „რუსთავი2-ის” ჟურნალიტების პროფესიულ საქმიანობაში. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობით. ამავდროულად, ვიზურნებ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე და ყველნაირად ხელს შევუწყობ მათ ამ საქმეში.

იმედი მაქვს, რომ კომპანიის თანამშრომლები ადეკვატურად შეხვდებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გააგრძელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას და ჩვენ ყველანი ერთად ვიზრუნებთ, რომ „რუსთავი2“ იყოს წარმატებული და პოპულარული არხი”, – აცხადებს ხალვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები