ცხინვალში მილიციელებს ესროლეს – ორ შეიარაღებულ პირზე ძებნა გამოცხადდა

ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორ შეიარაღებულ პირზე ძებნა გამოაცხადა, რომლებმაც 16 ივლისს ორმხრივი სროლის შედეგად ორი მილიციელი დაჭრეს.
ადრე ნასამართლევი 28 წლის სარმატ ვადიკოვიჩ გაბარაევი და 36 წლის ანდრეი მურატოვიჩ თავს დასახლებულ პუნქტ ზალდაში ერთ-ერთ სახლში აფარებდნენ.
16 ივლისს დაკავების ოპერაციის ფარგლებში, მილიციამ მათ ადგილსამყოფელს მიაგნო, თუმცა ბოროტმოქმედებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.
ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილია ორი მილიციელი და ერთ-ერთი ბოროტმოქმედი, თუმცა მათ მიმალვა შეძლეს.
ე.წ. სამართალდამცავი უწყება სამძებრო ოპერაციას განაგრძობს.
დაჭრილი მილიციელების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები