ოკუპირებულ აფხაზეთში კვიწინიებმა ფანცულაიები მძევლად აიყვანეს

ოკუპირებულ აფხაზეთში  გვიან ღამით მილან და ზურაბ ფანცულაიები მძევლად აიყვანეს.
როგორც ე.წ. შს მინისტრმა, გარი არშბამ განაცხადა, მძევლები 12 ივლისს სოხუმის ცენტრში მოკლული აინარ კვიწინიას ნათესავებმა შურისძიების მიზნით აიყვანეს.
ე.წ. მინისტრის ინფორმაციით, გვიან ღამით პოლიციაში 23:00 საათსა და 01:40 საათზე შეტყობინება შევიდა, რომ სოხუმსა და ტყვარჩელში ფანცულაიების კუთვნილ სახლებში ხანძარია, რომლის ლიკვიდირება მოხერხდა.
„გაირკვა, რომ ფანცულაიები მოკლული კვიციანიას ნათესავებს ჰყავთ დაკავებული. გზები გადაკეტილი იყო. თუმცა, სამწუხაროდ, გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგები, ჯერჯერობით, ვერ მოგვცა“, – განაცხადა არშბამ.
აინარ კვიწიანი 12 ივლისს სოხუმის ცენტრში იქნა მოკლული, ჭრილობა მიიღო, ასევე, ლეონ კვიციანიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები