სოხუმის ცენტრში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის ცენტრში სროლის შედეგად  ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შემთხვევა წუხელ, დაახლოებით, ღამის 12:00 საათზე მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები აინარ და ლეონ კვიწინიებმა მიიღეს. მოგვიანებით, აინარ კვიწინია რეანიმაციაში გარდაიცვალა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, ესენია – წინასწარ დაგეგმილი განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება და პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი მკვლელობის მცდელობა წინასწარი შეთანხმებით.
ამ დროისთვის, სოხუმის დე ფაქტო პროკურატურამ ბრძანება გასცა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით  ძმები ფანცულაიები დააკავონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები