ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საელჩოს ქართულ პროდუქციაზე დატანილი საქართველოს დროშა არ მოსწონს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საელჩო მოსკოვში აღშფოთებას გამოთქვამს რუსეთში საქართველოდან შესულ პროდუქციაზე დატანილი მსოფლიოში აღიარებულ საზღვრებში წარმოდგენილი საქართველოს რუკის გამო. რუკაზე ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს შემადგენელ ნაწილებად არის გამოსახული. შესაბამისი განცხადება დე ფაქტო საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე გასულ ღვინოსა და სხვა პროდუქტებს საქართველოს რუკა არ უნდა ეხატოს, რადგან ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.
„საქართველოში ფაქტობრივი რუკის გამოქვეყნება სისხლის სამართლის დანაშაულია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის თანახმად”, – ნათქვამია ე.წ. საელჩოს განცხადებაში.
ამასთან, ე.წ. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსოფობია და სხვა ხალხების შეურაცხყოფა პოლიტიკური პარტიების ლაიტმოტივია და “მსგავსი თავხედობა აუცილებლად გამოიწვევს აღშფოთებას”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები