ნიკოლოზ მეტრეველი: საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ გაბუნიას უკან სააკაშვილი და, დიდი ალბათობით, რუსეთი დგას
ექსპერტმა ნიკოლოზ მეტრეველმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში „რუსთავი 2-ის” გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და ამ პროცესებში „ნაცმოძრაობის” როლზე ისაუბრა.
მისი თქმით, ნიკა გვარამიაც ან მიხეილ სააკაშვილიც საქმის კურსში იყვნენ, მაგრამ, სავარაუდოდ, სწორედ რუსეთში მყოფ ადამიანებთან შეთანხმებით მოქმედებდნენ. მისივე განცხადებით, შეიძლება, ეს ვიტალი შკლიაროვი იყოს და მისი დაჯგუფება, რომელიც გრიგოლ ვაშაძეს ეხმარებოდა.
„ნაციონალურ მოძრაობას” პირდაპირ შეგვიძლია, მტრული ძალა ვუწოდოთ. ნებისმიერი მოქმედება აწყობს ორ ძალას: თუნდაც პანკისის მოვლენები, თუნდაც ბათუმის მოვლენები გავიხსენოთ. ბათუმში რომ არეულობა იყო, „ნაციონალური მოძრაობის” წევრები ჯერ კიდევ მაშინ იკრიბებოდნენ პარლამენტის შენობასთან. ქვეყნის გარეთ არის რუსეთი, რომელსაც, ასევე, უნდა არეულობა ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ეს არის ძალიან ლოგიკური ჯაჭვი, ეს ჯაჭვი იკვრება და არის ორკესტრირებული მოქმედება. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ კვირის გადაცემის ანონსი და დასაწყისი არ იცოდა გვარამიამ? ან სააკაშვილმა არ იცოდა? რა თქმა უნდა, ისინი ამის შესახებ საქმის კურსში იყვნენ, მაგრამ, სავარაუდოდ, ისინი ამავე დროს, სწორედ რუსეთში მყოფ ადამიანებთან შეთანხმებით მოქმედებდნენ. შეიძლება, ეს შკლიაროვი იყოს და მისი დაჯგუფება, რომელიც ვაშაძეს ეხმარებოდა; შეიძლება, ეს ადამიანები არიან, შეიძლება სხვა ადამიანები, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი, ძალიან ბინძური ავანტიურა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ წამოიწყო”, – განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.
ექსპერტის თქმით, მტერი არის ქვეყნის ქვეყნის შიგნითაც და თბილისიდან 20 კილომეტრში, ცხინვალსა და სოხუმში დაბანაკებული.
„ეს ადამიანები, ეს ავანტიურისტები 20 ივნისს გასცდნენ წითელ ხაზებს. და ახლა არის მოქმედების დრო, გაჩერება არ შეიძლება. ჩვენ ვხედავთ, რომ მტერი არის ქვეყნის ქვეყნის შიგნითაც და მტერი არის თბილისიდან 20 კილომეტრში, ცხინვალსა და სოხუმში დაბანაკებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გავიაზროთ, რის წინაშე ვდგავართ. ნახეთ, როგორ დაგვარტყეს, დაგვარტყეს ეკონომიკაზე, ვხედავთ ლარის დევალვაციას და ეს ყველაფერი ამ ავანტიურულმა, მტრულმა მოქმედებამ გამოიწვია, რომელიც პირდაპირ ქვეყნის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, თორემ გინებით რომ საქმე კეთდებოდეს, გინებით რომ პრობლემები გვარდებოდეს – ვინ დაგვასწრებდა ჩვენც გინებას, მაგრამ ამით საქმე არ კეთდება. ამით რა მივიღეთ, მივიღეთ ის, რომ ტურისტული სეზონი ჩაწვა, უამრავი სხვა საფრთხის წინაშე ვართ და გამოჩნდა, რომ პუტინიც კი მორალური უპირატესობით ამ უსინდისო საქციელის მერე. მინდა საზოგადოებამ კარგად გაიაზროს, რომ ამის უკან არ დგას მარტო გაბუნია და მისი რამდენიმე პროდიუსერი, თუ ვინც უწერს ამ ტექსტებს; ამის უკან დგას სააკაშვილი და დგას, დიდი ალბათობით, სწორედ რუსეთი”, – განაცხადა მეტრეველმა.
შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს, გადაცემა P.S.-ში ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ საკუთარ მონოლოგში რუსულ ენაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უცენზურო, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.