ლევან ვეფხვაძე: მივიღე გადაწყვეტილება და საპენსიო სქემაში ვრჩები

,,გარკვეული პერიოდის წინ მივიღე გადაწყვეტილება და საპენსიო სქემაში ვრჩები“, – ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, დღევანდელ შეხვედრას ინვესტორთა საბჭოს წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფონდო ბირჟის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე მედიასთან კომენტარში აცხადებს, რომ დღეს მიეცა საინვესტიციო საბჭოს წევრების გაცნობის შესაძლებლობა.
ვეფხვაძის განმარტებით, იგი შეხვედრის შემდეგ დარწმუნდა, რომ საინვესტიციო საბჭო ინვესტირების პროცესთან დაკავშირებით მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. მან ქართველი და უცხოელი წევრების მაღალ პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობაზეც გაამახვილა ყურადღება.
,,გარკვეული პერიოდის წინ მივიღე გადაწყვეტილება და საპენსიო სქემაში დავრჩე, მაქვს ჩემი ანგარიში, ეს თანხა გროვდება, აკუმულირებდა. მოგიწოდებთ ყველას, ვინც 40 წელს ზემოთ ხართ, დარჩეთ იმიტომ, რომ ნდობის გარეშე ასეთი საპენსიო ფონდი ვერ იმუშავებს“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები