აფხაზეთში რუსი ტურისტების ავტობუსი ამოტრიალდა (ვიდეო)

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთასთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა.
რუსი ტურისტების ავტობუსი, რომელიც ბიჭვინთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ამოტრიალდა. როგორც ირკვევა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ავტობსში 15 რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომელთაგან 9 საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დახმარება ადგილზე გაუწია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები