გოგა ხაინდრავა: მთელი საქართველო უყურებდა შტურმს, მცდელობას, რომ შევარდნილიყვნენ პარლამენტის შენობაში და ამას რაც მოჰყვებოდა, ეს კინო ნანახი გვაქვს

მთელი საქართველო უყურებდა შტურმს, მცდელობას, რომ შევარდნილიყვნენ პარლამენტის შენობაში და ამას რაც მოჰყვებოდა, ეს კინო ნანახი გვაქვს,- ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში განაცხადა.

,,ლაპარაკია მაღლა აღმართულ ხელებზე, ზუსტად ასეთი აღმართული ხელებით დააპირეს შტურმი პარლამენტის. შტურმი სამი საათის განმავლობაში, მთელი საქართველო უყურებდა ამ შტურმს, მცდელობას, რომ გაერღვიათ კორდონი და შევარდნილიყვნენ პარლამენტის შენობაში და რა მოჰყვებოდა ამას, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. მე ეს კინო ნანახი მაქვს ძალიან კარგად. იქ მინიმუმ სამი ჯგუფი ვნახე, რომელიც ვიცანი ვინ არიან ზონდერები, რომელი ჯგუფის იყვნენ , იტაცებდნენ პოლიციელებს . 30 პოლიციელი გაიტაცეს, სპეცრაზმის თანამშრომლები გაიტაცეს , პატარა ბავშვები კი არა, რომლებიც სპეციალურად არიან მომზადებული მსგავსი აქციების აღსაკვეთად, თქვენ წარმოიდგინეთ მათ მოტაცებას, როგორი ძალისხმევა დაჭირდებოდა? და ეს პირდაპირ ჩანდა“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები