„იმედი მაქვს, პროვოკაცია, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და მიზანმიმართულად მძიმე შედეგებზეა გათვლილი, სათანადოდ იქნება გამოძიებული“

„ის, რაც “რუსთავი 2”-ის ეთერში ვიხილეთ, ეს არის პროვოკაცია, შემაშფოთებელი გზავნილი და მანიაკალური წყურვილი ქვეყნის არევის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გაბუნიას ქმედება ჟურნალისტიკის და ტელეწამყვანის ჩარჩოებს სცდება.
„ის, რაც “რუსთავი 2″-ის ეთერში ვიხილეთ, ეს არის პროვოკაცია, შემაშფოთებელი გზავნილი და მანიაკალური წყურვილი ქვეყნის არევის – დესტაბილიზაციის. ეს არის ნიადაგის შექმნა ქვეყნის საწინააღმდეგო პროვოკაციული ქმედებებისთვის და უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენება. გაბუნიას ქმედება ცდება ჟურნალისტიკის და ტელეწამყვანის ჩარჩოებს. ტელეკომპანიის ქმედება და კონკრეტული ჟურნალისტის შეფასებები საერთაშორისო დანაშაულის ჭრილში იკვებება და ვფიქრობ, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი ქვეყნის მშვიდობისთვის საფრთხის შექმნისთვის. ეს კონკრეტული ტელევიზია უკვე დიდი ხანია გამოირჩევა არასახელმწიფოებრივი მიდგომებით და ახლა კი უკვე ყველა ზღვარს გაცდა. რეალურად სახეზე გვაქვს ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი პოლიტიკა დამოუკიდებელი ტელევიზიის საფარქვეშ. ალბათ, „რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობა და პოლიტიკური პატრონები აცნობიერებენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს და ამიტომ ასეთ მძიმე პროვოკაციასაც არ ერიდებიან. იმედი მაქვს, პროვოკაცია, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და მიზანმიმართულად მძიმე შედეგებზეა გათვლილი, სათანადოდ იქნება შესწავლილი და გამოძიებული“,- აცხადებს ნუკრი ქანთარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები