დავით ჭიჭინაძე: გაბუნიას გამოსვლის შეფასება ცოტა ზედმეტია და ამდენ ყურადღებას ნამდვილად არ უნდა იმსახურებდეს

“გაბუნიას გამოსვლის შეფასება ნებისმიერი მხრიდან და, მით უმეტეს, ხელისუფლების პირველი პირებისგან, ცოტა ზედმეტია და ამდენ ყურადღებას ნამდვილად არ უნდა იმსახურებდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკა არ უნდა კეთდებოდეს ვინმეს მაამებელი ან მაგინებელი განცხადებებით.
„ქვეყნის პოლიტიკა არ უნდა კეთდებოდეს ვინმეს მაამებელი ან მაგინებელი განცხადებებით. ასე არ ხდება. პოლიტიკა, ქვეყნის მართვა სულ სხვა საფეხურებია. ამიტომ მივიჩნევ, რომ გაბუნიას გამოსვლის შეფასება ნებისმიერი მხრიდან და, მით უმეტეს, ხელისუფლების პირველი პირებისგან, ცოტა ზედმეტია და ამდენ ყურადღებას ნამდვილად არ უნდა იმსახურებდეს. თორემ რუსეთის მთავრობამ უკვე დაინახა „ ის სამართლიანი აღშფოთება, რომლითაც აღიქვა მომხდარი საქართველოს მთავრობამ”. ამან კი, თავის მხრივ, სხვა არაფერი შედეგი დადო, თუ არა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამოსუნთქვის საშუალება მისცა გავრილოვის ინციდენტის შემდეგ“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები