პრემიერი გაბუნიას განცხადებაზე: უბინძურესი პროვოკაცია, რომლის მიზანი იყო, რომ მოახდინონ საქართველოში დესტაბილიზაცია

„გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია“, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე „რუსთავი 2-ის“ გარშემო განვითარებული მოვლენები.

მისი თქმით, ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა და ეს არ იყო ცალკე აღებული რომელიმე ჟურნალისტის მიერ ნათქვამი სრულიად მიუღებელი ფრაზები.
„ეს არის წლების განმავლობაში არსებული აგერესია ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მოდის „ნაცმოძრაობისა“ და მისი ბელადის მხრიდან. რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, ეს იყო ამაზრზენი და ამორალური საქციელი და ამავე დროს გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია, რომლის მიზანი იყო, რომ მოახდინონ საქართველოში დესტაბილიზაცია და ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანება. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არავის გამოუვა, მსგავსი სცენარები საქართველოში არავის გაუვა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები