დიმიტრი ცქიტიშვილი „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეების აქციაზე: თუ ძალადობრივი აქტი იქნება, ეს აღიკვეთება

“ყველას აქვს უფლება, თავისი აზრი გამოხატოს, თუმცა თუ ეს ძალადობაში გადავა, სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, ძალადობა აღკვეთოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს ბიზნესმენ ლევან ვასაძისა და მისი თანამოაზრეების მიერ გამართული მიმდინარე აქციის თაობაზე განუცხადა.
„მომწონს თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლება ყველა ადამიანს აქვს. ამ შემთხვევაში კონსტიტუცია და კანონი გვაძლევს ძალიან მარტივ პასუხს: ყველას აქვს უფლება, თავისი აზრი გამოხატოს, თუმცა თუ ეს ძალადობაში გადავა, სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, ძალადობა აღკვეთოს. სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა თითოეული ადამიანის კონსტიტუციური უფლება დაცული იყოს აქციის თუ კონტრაქციის დროს. თუ ძალადობრივი აქტი იქნება, ეს აღიკვეთება”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები