ნინო ბურჯანაძე: გავაგრძელებ ურთიერთობას რუსეთთან, რათა ნაწილობრივ მაინც შერბილდეს ღალატი

“გავაგრძელებ ურთიერთობებს  რუსეთის ხელისუფლებასა და დეპუტატებთან იმისათვის, რომ ნაწილობრივ მაინც შერბილდეს ის პირდაპირი ღალატი, რასაც ახორციელებენ ის ადამიანები, რომლებიც  ვაიპატრიოტიზმისა და ურაპატრიოტიზმის ლოზუნგებით აკეთებენ იმას, რაც არასოდეს არცერთ ქართველ პატრიოტს  ყველაზე სასტიკი მტრის წინააღმდეგაც კი არ გაუკეთებია”, – აღნიშნული განცხადება “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე განმარტებით, რუსეთის რეაქცია „რუსთავი2 -ის“ ეთერთან დაკავშირებით გასაკვირი არაა და ის ამ რეაქციას ადეკვატურს უწოდებს.

„მე მგონია, რომ მწვავე რეაქცია რუსეთის მხრიდან ამასთან დაკავშირებით გასაკვირი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური რეაგირება იმიტომ, რომ აქ არ არის ლაპარაკი ერთი ადამიანის შეურაცხყოფაზე, ეს არის, ზოგადად, მთელი ერის შეურაცხყოფა. მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ამას მივიჩნევ საქართველოს მოსახლეობისა და ქართველი ერის შეურაცხყოფად იმიტომ, რომ არავის  არასდროს   უკადრია ეს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გაამწვავებს ვითარებასა და ურთიერთობას. მე ურთიერთობებს რუსეთთან, რუსეთის ხელისუფლებასა და დეპუტატებთან გავაგრძელებ იმისათვის, რომ ნაწილობრივ მაინც შერბილდეს ის პირდაპირი ღალატი, რასაც ახორციელებენ ის ადამიანები, რომლებიც  ვაიპატრიოტიზმისა და ურაპატრიოტიზმის ლოზუნგებით აკეთებენ იმას, რაც არასოდეს არცერთ ქართველ პატრიოტს  ყველაზე სასტიკი მტრის წინააღმდეგაც კი არ გაუკეთებია“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები