რომან გოცირიძე ვასაძის მხარდამჭერებზე: დრო იხელთეს და ჩირგვებიდან ტურებივით გამოძვრნენ

„იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანები საქართველოს დამოუკიდებლობისა და გავრილოვის საქართველოში შემომყვანი ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდნენ, ზურგს ამ ხელისუფლებას უმაგრებენ“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ  ლევან ვასაძისა და მისი მომხრეების მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
გოცირიძის განცხადებით, „მარშისტებმა“ და “მოხეტიალე მღვდლებმა” ის ადგილი დაიკავეს, სადაც ახალგაზრდები რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებდნენ.
„ესენი არიან ხელისუფლების მეორე ბნელი მხარე. დრო იხელთეს, ჩირგვებიდან ტურებივით გამოძვრნენ. როცა საპროტესტო აქციები იყო, მიმალულნი იყვნენ, რადგან მასის ეშინიათ და როცა ნახეს, რომ ქუჩაში არავინ დგას, მოვიდნენ და ახალგაზრდებისა და ტრიბუნის ოკუპაცია მოახდინეს. გაეთრნენ  აქედან“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე  „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები და სასულიერო პირების ნაწილი აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა, საქართველოში არ ჩატარდეს „თბილისი პრაიდი“, ასევე, გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და შეიქმნას გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები