“ასეთი სახის ქმედება იქნება პროვოცირებული იმ პირის, პირების მიერ, ვისაც რუსულ-ქართული ურთიერთობების გართულება სურს”

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წამყვანის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოში ყოველ დღეს როსუფობიური შეტევების გამწვავება აღინიშნება.

მისივე თქმით, კრემლი კატეგორიულად გმობს მათი პრეზიდენტის მისამართით შეურაცხყოფასა და უცენზურო გამონათქვამებს.
„უდავოდ, ასეთი სახის ქმედება იქნება პროვოცირებული იმ პირის/პირების მიერ, ვისაც რუსულ-ქართული ურთიერთობების უფრო გართულება სურს. თუ იქნება აბსოლუტური სიგიჟის შედეგი, რა თქმა უნდა, ის არ შეესაბამება ქართველ ხალხს. ეს არის ხალხი, რომელსაც აქვს უძველესი ისტორია, უმდიდრესი კულტურული ტრადიციები და, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი სირცხვილი ქართველებისთვის.​ რაც შეეხება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი პრეზიდენტის მისამართით შეურაცხყოფებს და უცენზურო გამონათქვამებს – ისინი აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია და მკაცრად ვგმობთ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები