რუსეთის საგარეო უწყება გაბუნიას განცხადებასთან დაკავშირებით რეაგირებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს

“რუსეთი მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში გასულ რუსეთის ხელმძღვანელობის მისამართით მიუღებელ განცხადებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

“კატეგორიულად ვგმობთ  რუსეთის ხელმძღვანელობის მისამართით “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში გასულ უპრეცედენტო სიმდაბლის ამსახველ გამოხტომას თავისი მიუღებელი უცენზურო გამოხატვით. ამას განვიხილავთ, როგორც ქართული რადიკალური ძალის მხრიდან კიდევ ერთ ღია პროვოკაციას, რომელიც მიმართულია რუსულ-ქართული ურთიერთობების ჩაშლისკენ. მომხდარი ინციდენტი   აშკარა გამოვლინებაა გაშიშვლებული რუსოფობიისა”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ, 20 ივნისს მომხდარი ინციდენტისგან განსხვავებით, ახლა საქართველოს ხელისუფლებას “რადიკალების გამართლება არ დაუწყია”. ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთი საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისგან, ასევე, ჟურნალისტური გაერთიანებებისგან ადეკვატურ რეაგირებას მოელის.
“საქართველოს ხელისუფლებამ იპოვა თავის თავში ძალა და აკრიტიკებს პროვოკატორების საქციელს. ამასთან, ჩვენ საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისგან, ასევე, ჟურნალისტური გაერთიანებებისგან მოველით ადეკვატურ რეაგირებას”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები