მარია ზახაროვა: რაც ახლა ხდება, საქართველოს უბედურებაა
“ეს საქართველოს უბედურებაა”, – ამ სიტყვებით ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წამყვანის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.
სააგენტო „ტასთან“ საუბარში ზახაროვამ მომხდარს „საქართველოს უბედურება“ უწოდა. საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი რუსი ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ – რა კომენტარს გააკეთებდა გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, ამ სიტყვებით შემოიფარგლა.