ირაკლი კობახიძე: ეს არ იყო ერთი ჟურნალისტის განცხადება, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი

“ეს არ იყო ერთი ჟურნალისტის განცხადება, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანია, მაქსიმალური ზიანი მიადგეს სახელმწიფოს. ბუნებრივია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გიორგი გაბუნიას მიმართვასთან დაკავშირებით განუცხადა.
კობახიძემ “ნაცმოძრაობა” მწვავედ გააკრიტიკა.
„გუშინ იყო მცდელობა, რომ აქცენტი გადაეტანათ ერთ ჟურნალისტზე, თუმცა ყველამ ვიცით, რომ აქ საქმე ერთ ჟურნალისტზე არ არის. საქმე ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში აკეთებდა იმ ყველაფერს, რამაც მოგვიტანა ძალიან მძიმე შედეგები, ახლა იმავეს აგრძელებს ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში ამ პოზიციებიდან. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არის, უბრალოდ, მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მიმართ, ეს არის ამ ყველაფრის გამოძახილი. ეს არ იყო ერთი ჟურნალისტის განცხადება, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანია, მაქსიმალური ზიანი მიადგეს სახელმწიფოს. ბუნებრივია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მტრულად არის განწყობილი სახელმწიფოს მიმართ.
„ამ წლების განმავლობაში ჩვენ ყველა ერთად, მათ შორის, ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, რაღაცნაირად ვეფერებოდით „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ ვარქმევდით ყველაფერს თავის სახელს. როცა არის მტერი, უნდა დაერქვას მას მტერი და ეს არის პრინციპული პოზიცია. ეს პოლიტიკური ძალა არის მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მიმართ, ასეთი იყო ეს პოლიტიკური ძალა 20102 წლამდე, ასეთი არის ეს პოლიტიკური ძალა 2012 წლის შემდეგ. ეს არის გამოხატული არა მხოლოდ მათ ზოგად პოლიტიკაში, არამედ – ყველა კონკრეტულ ნაბიჯში, რომელიც ამ პოლიტიკური ძალის მიერ იდგმება; მათ შორის, პარლამენტში, ერთი და მეორე განშტოება, რომელიც წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, მუდმივად წარადგენდა ისეთ ინიციატივებს, რომლებიც პირდაპირ აზიანებდა სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ მათ ვეფერებოდით, გვეშინოდა მათ ჩვენთვის არ “მოეკერებინათ” პრორუსის იარლიყი. ეს იარლიყი ზედმიწევნით შეეფერება სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ყველაფერმა გააკეთა 2012 წლამდე იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები ყოფილიყო მაქსიმალურად რეალიზებული ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს რეგიონში. მათი პოლიტიკის შედეგი იყო ორი რეგიონის სრული ოკუპაცია, ამის შედეგი იყო ასეულობით დაღუპული ადამიანი, ამის შედეგი იყო რომ ასიათასობით დევნილი ჩვენს ქვეყანაში, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ თანმიმდევრული, მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი. ამას უნდა დაერქვას თავისი სახელი“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები