ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ აკაკი ბობოხიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

დე ფაქტო აფხაზეთმა საქართველოს წარმომადგენლებს მოუწოდა, შეიქმნას სპეციალური კომისია, რათა ქართველი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში მონაწილეობა და მისი ჩადენილი დანაშაული აფხაზეთის ტერიტორიაზე​ გამოიძიონ. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, ეს წინადადება ე.წ. აფხაზურმა მხარემ საქართველოს დელეგაციას ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის მიმდინარეობისას შესთავაზა.
ცნობისთვის, 20 ივნისს მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ჩაშლის დროს, როცა პარტიების  – “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა საქართველოს პარლამენტის სპიკერატი დაიკავეს, აკაკი ბობოხიძემ რუსებს მიმართა – “გკლავდით აფხაზეთში და ისევ მოგკლავთ” – და მათი მისამართით წყალი გადაასხა, რაზეც დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა და ბობოხიძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენება მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები