პარლამენტის პლენარული სხდომა საპარლამენტო ოპოზიციამ დატოვა

პარლამენტის პლენარული სხდომა საპარლამენტო ოპოზიციამ დატოვა. დეპუტატების გამოსვლა „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გარეშე მიმდინარეობს.
სხდომა მანამდე სასესიო დარბაზში მომხდარი ჩხუბის გამო შეწყდა, რა დროსაც თამარ ჩუგოშვილმა 10-წუთიანი შესვენება გამოაცხადა.
ოპოზიცია ითხოვდა, რომ პარლამენტს დღევანდელ სხდომაზე ემსჯელა მათ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც შს მინისტრის გადადგომას ითვალისწინებს.
აღნიშნულის გამო შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები