დადიანების სასახლის რეაბილიტაციის I ეტაპი იწყება
ამერიკის საელჩოს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანადაფინანსებით, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი და Icomos-საქართველო დადიანების სასახლის არქიტექტურული რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობენ. ოთხ თვეში მზად იქნება ეკატერინეს სასახლის არქიტექტურული რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებში ჩატარდება ფასადების ფერის ტესტირება, ძეგლის სრული ფოტოფიქსაცია, სასახლის ინტერიერების ისტორიული ორიგინალური მდგომარეობის შესწავლა და მომზადდება სახელოვნებათმცოდნეო კვლევა.