ძლიერმა წვიმამ რეგიონები დააზარალა

ძლიერი წვიმის შედეგად ზარალი რეგიონებსაც მიადგა. უხვი ნალექი მოვიდა შიდა ქართლში. დაიტბორა ქუჩები.

წყალი შევარდა გორში ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, დაიტბორა პირველი სართული და ეზო.

სეტყვა მოვიდა გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც. ხიდისთავში წვიმამ გზაზე ქვიშა ჩამოშალა.

შიდა ქართლის გარდა სტიქიამ დააზარალა იმერეთიც, სადაც სტიქია გაცილებით მასშტაბური იყო.

მთელი დღის განმავლობაში სტიქიას ებრძოდნენ ხარაგაულში, სადაც ადიდებულმა მდინარეებმა სოფლების ნაწილი დააზარალა. მუნიციპალიტეტში უკვე გამოიდარა.

ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ამ ეტაპზე დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს, რადგან საბოლოოდ კომისიას ზარალის დათვლა არ დაუსრულებია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ყველა გამოძახებაზე დროული რეაგირება მოახდინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები