მუხრანისა და ნატახტრის კულტურის სახლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მუხრანსა და ნატახტარში კულტურის სახლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
„გამოიცვალა შენობების სახურავები, მოწესრიგდა ელექტრო და წყალმომარაგების ქსელი, დამონტაჟდა გათბობა-ვენტილაციის სისტემები, მიმდინარეობს სცენის განახლება, გათვალისწინებულია ეზოების კეთილმოწყობა. შენობების შიგნით განსაზღვრულია სივრცე ბიბლიოთეკისთვის, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზებისთვის, სხვადასხვა შემოქმედებითი წრისთვის.
მუხრანში სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია – შპს “მშენკომპლექსი” აწარმოებს, რომლის სახელშეკრულებო თანხა 63 913 ლარს შეადგენს, ხოლო ნატახტარში სამუშაოებს შპს NEW GEORGIA ასრულებს და ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 159 200 ლარია. ორივე ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლებიც ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც მოხდება მათი საჭირო ინვენტარით აღჭურვა და სოფლებს განახლებული კულტურული ცენტრები შეემატება“, – აცხადებენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები