ნათია თურნავა: 140 უშუქო სოფელში ელექტროფიკაცია განხორციელდება

“ჩვენ დავასრულებთ იმაზე საუბარს, რომ 21-ე საუკუნეში არსებობს უშუქო სოფლები საქართველოში. ჯამურად, საქართველოში 140 სოფელია, სადაც, დაახლოებით, 600 აბონენტია, რომელთა ელექტრიფიკაციასაც სამი მიმართულებით განვახორციელებთ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, პირველი, ეს არის ელექტროგადამცემი ხაზების მიყვანა იქ, სადაც ეს შესაძლებელია – ასეთი სოფლებია მესტიის მუნიციპალიტეტში – ხალდე და ჰეშკილი.
„ამ სოფლების ელექტროფიკაციის პროექტისთვის ბიუჯეტში თანხა გამოყოფილია და დაიწყება აქტიური მშენებლობა. მეორეც, იქ სადაც შეუძლებელია, რომ მივაერთოთ საერთო გადამცემ ინფრასტრუქტურას, იქ  – ესაა მზის პანელების მონტაჟი იქ, სადაც ელექტროენერგიის მიღების სხვა წყარო არ არსებობს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები