შატილის თემთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შატილის თემთან დამაკავშირებელი სამანქანო გზის გაწმენდით სამუშაოებს მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთა-მთიანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსთან თემურ მონიავასთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად გაეცნო.
“5 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებული მდინარე გუროსხევიდან ჩამოტანილმა მყარმა მასალამ გზა 80 მეტრის მანძილზე დააზიანა. აღდგენით სამუშაოებს ბარისახო-შატილის გზის რეაბილიტაციის პროექტის შემსრულებელი შპს „მამისონი“ ამ დრომდე ახორციელებს. ამ დროისთვის, გართულებულია მიმოსვლა შატილის თემის 8 სოფელთან.
ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულები არიან მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერები“,- აცხადებენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.