ირაკლი კობახიძე: ლადო კახაძე პარლამენტს გაამდიდრებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მთაწმინდის მაჟორიტარობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, ლადო კახაძე პარლამენტს გაამდიდრებს.
მან ამომრჩეველს მოუწოდა, არჩევანი მისი კანდიდატურის სასარგებლოდ გააკეთონ.
​„ლადო კახაძეზე ვიტყვი, რომ ის სიახლე იქნება საქართველოს პარლამენტში. გამორჩეული თვისებების მქონე ადამიანია და პარლამენტს გაამდიდრებს. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება, მათ შორის, საპარლამენტო ცხოვრება, სიძულვილითა და აგრესიით არის გაჯერებული. ლადო კახაძეს პარლამენტში ამის საპირისპირო პრაქტიკის შემოტანა შეუძლია. აქედან გამომდინარე, მას საპარლამენტო ცხოვრების გამდიდრება შეუძლია. შესაბამისად, ბუნებრივია, მოვუწოდებ ამომრჩეველს, რომ საკუთარი არჩევანი ლადო კახაძის სასარგებლოდ გააკეთონ. რაც შეეხება მის კონკურენტ შალვა შავგულიძეს – მისი განცხადებები კრიტიკას ვერ უძლებს, რომელიც განსაკუთრებით ბოლო დროის განმავლობაში კეთდება. შავგულიძეს იცნობდა საზოგადოება, როგორც “გირგვლიანის საქმის” ადვოკატს და ახლა, პრაქტიკულად, მთლიანად შეატრიალა საკუთარი როლი, რაც წარმოუდგენელი და მიუღებელია. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას ამ შემთხვევაში არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები