ირაკლი კობახიძე: “ნაცმოძრაობამ” სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მილიონ 150 ათასი ადამიანი დაგვიტოვა, უკრაინას სააკშვილის ასეთი დახმარება არ სჭირდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს მისი დახმარება სჭირდება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყოფილ პრეზიდენტს უკავშირდება ის მდგომარეობა, რაც 2012 წლამდე ჩამოყალიბდა – ტერიტორიების დაკარგვა, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა, ეკონომიკური პრობლემები და სიღარიბე.
„სააკაშვილი არის ავანტიურისტი. რაც შეეხება დახმარებას – თავის თავს როგორ დაეხმარა, ყველამ კარგად ვიცით. მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში იყო, სახელმწიფოსა და საქართველოს როგორ დაეხმარა, ესეც კარგად იცის. მას უკავშირდება სწორედ ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც 2012 წლამდე ჩამოყალიბდა – ტერიტორიების დაკარგვით, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობით, ეკონომიკური პრობლემებითა და სიღარიბით. მილიონ 150 ათასი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი დაგვიტოვა ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ. ეს არის სააკაშვილის დახმარება სახელმწიფოსა და ქვეყნის მიმართ. უკრაინას ასეთი დახმარება, ბუნებრივია, არ სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკის პარლამენტსა და საკადრო პოლიტიკაში დახმარება სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები