ვლადიმირ ზელენსკიმ აშშ-ს შეიარაღების ახალი სისტემებით უზრუნველყოფა სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ აშშ-ს შეიარაღების ახალი სისტემებით უზრუნველყოფა სთხოვა. ამის შესახებ რესპუბლიკელმა რობერტ პორტმანმა სენატში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ის უკრაინის ლიდერს 30 მაისს  კიევში შეხვდა.
“ვლადიმირ ზელენსკიმ შეხვედრაზე უკრაინელი სამხედროების სიმამაცესა და მათთვის საჭირო ელემენტარულ პირობებზე ისაუბრა. მან, ასევე, ითხოვა, აშშ-მ უკრაინული ჯარისთვის შეიარაღების ახალი სისტემები გამოყოს. ჩვენ დონბასის რეგიონში რუსულ პროპაგანდაზეც ვისაუბრეთ და ყურადღება გავამახვილეთ მათ მიერ უკრაინული სატელევიზიო სიგნალის ჩახშობაზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთს სურს, ადგილობრივი მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფოს”, – განაცხადა სენატორმა.
პორტმანმა უკრაინის ლიდერთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ საკმაოდ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, რაც უკრაინის განვითარებისა და წინსვლისთვის იქნება საჭირო.
უკრაინაში ვიზიტისას  სენატორი უკრაინის გენშტაბის ახლადდანიშნულ უფროსს, რუსლან ხომჩაკს შეხვდა, რა დროსაც მათ განიხილეს, თუ კონკრეტულად რით შეუძლია ამერიკას უკრაინის დახმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები