ეროვნული თავდაცვის აკადემია უახლესი ტექნიკითა და სასწავლო საშუალებებით აღიჭურვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ახლადგახსნილი თანამედროვე ლაბორატორიები და საკლასო ოთახები დაათვალიერა.
როგორც „კვირას“ უწყებიდან აცნობეს, აკადემიის ხელმძღვანელობამ თავდაცვის მინისტრს ფიზიკის, ქიმიის, მექანიკის, ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის სასწავლო ლაბორატორიები გააცნო, რომლებიც უახლესი ტექნიკური მოწყობილობებითა და საშუალებებით არის აღჭურვილი. ლევან იზორიამ დაათვალიერა საცეცხლე მომზადების, სამხედრო ტოპოგრაფიისა და საინჟინრო მომზადების ახალი საკლასო ოთახებიც, სადაც სადემონსტრაციო და საიმიტაციო საშუალებებია განთავსებული.
სამხედრო სასწავლებლის ახალ შესაძლებლობებს, მინისტრთან ერთად, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე გაეცნო.
ეთა-ს თანამედროვე ლაბორატორიები და საკლასო ოთახები სასწავლო პროცესში იუნკერების მაქსიმალურ ჩართულობას და თეორიული ცოდნის გამტკიცებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები