სამხედროებს ოჯახის წევრები ესტუმრნენ (ფოტო)

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლამ პირადი შემადგენლობის ოჯახის წევრებს უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრებმა სამთო აღჭურვილობა და შეიარაღება დაათვალიერეს და ყველა ის ადგილი უშუალოდ მოინახულეს, სადაც სამხედრო მოსამსახურეები მსახურობენ.
თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ბრძანებით სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს შესაძლებლობა აქვთ 6 თვეში ერთხელ, ღია კარის დღეების ფარგლებში, ადგილზე გაეცნონ კვების, საყოფაცხოვრებო და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები