მარნეულში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ
მარნეულის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
“ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავს. ამჯერადაც, მარნეულელ პატარებს ნამდვილ დღესასწაულს ჰპირდება. ქ. მარნეულის კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში, 2019 წლის 1 ივნისს, 11:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი საბავშო აქტივობები:
11:00 სთ– 14:00 სთ – ხატვის და ძერწვის კუთხე.
11:00 სთ– 14:00 სთ – ქვიშის კუთხე.
11:00 სთ– 14:00 სთ – ჭადრაკის კუთხე (მარნეულის სპორტ სკოლა)
11:00 სთ– 14:00 სთ – სახის მოხატვა და სხვადასხვა მხიარული თამაშობები. (ორგანიზაცია “dream partners”)
11:00 სთ– 14:00 სთ – მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის და სოფელ ოფრეთის საჯარო სკოლის ინიციატივით მოეწყობა საქველმოქმედო აქციას „მე ვხატავ შენთვის“, კერძოდ გაიმართება სოფელ ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა –გაყიდვა. აქციის შედეგად შემოსული თანხა გადაირიცხება 8 თვის თეკლა ხოსიტაშვილის დასახმარებლად.
11:00 სთ– 11:30 სთ – თოჯინური სპექტაკლის „სამი გოჭი“ (“Studio Hobby Hause”)
11:30 სთ– 12:00 სთ – მულტიპლიკაციური ფილმის ჩვენება.
11:30 სთ–12:00 სთ – ანიმატორების შოუ (ავერსის კლინიკა).
12:00სთ – 12:15 სთ – დარიგდება ფერადი და ბრენდირებული ბუშტები.
12:00სთ – 13:30 სთ – სახალისო მეცნიერებათა მუზეუმის „ექსპერიმენტარიუმი“ მეგაშოუ.
13:30სთ – 14:00 სთ – „კულტურის ცენტრთან’ არსებული ვოკალურ–ინსტრუმენტული ჯგუფების კონცერტი.
ღონისძიების დროს გაეშვება ფერადი წვიმა და ფოიევერკი”, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკის სივრცეშიც გაიმართება.
“14:00სთ – 14:30 სთ – მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება-სახალხო დამცველის აპარატის მიერ ორგანიზებული სემინარი ბავშვთა უფლებების შესახებ.
14:30სთ – 15:00 სთ – მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის ახალ პროექტის „წაუკითხე ხალხური ზღაპარი“, რომლის მიზანია პატარებისთვის სხვადასხვა ხალხთა ზღაპრების გაცნობა, პირველი ღონისძიების გამართვა. მოსულ პატარა სტუმრებს ბავშვთა ოთახის სპეციალისტი წაუკითხავს ქართულ ხალხურ ზღაპრებს და მათთან ერთად იმსჯელებს შინაარსისა და პერსონაჟების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ღონისძიების ორგანიზატორია მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრი“.
პარტნიორი ორგანიზაციები არიან: საქართველოს წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალი; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისი; მრავალპროფილური სამკურნალო–დიაგნოსტიკური დაწესებულებაა „ავერსის კლინიკა“;
მონაწილე ორგანიზაციები: მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტ სკოლა; შულავერში მდებარე “Studio Hobby Hause”; ორგანიზაცია “dream partners”.