“პარლამენტის პირველ სხდომას არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ოპოზიციის ლოცვა-კურთხევა არ სჭირდება” – გურამ მაჭარაშვილი

“ოპოზიციამ, როგორც ყოველთვის” თავისივე ამომრჩეველი მოატყუა. ისინი მათ ეუბნებოდნენ, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ 61 განაცხადს, სადაც ისინი იტყვიან, რომ პირველივე სხდომაზე 61-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი ჩავაბარებთ კანცელარიას განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

“სად არის 61 განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით?! ამას ოპოზიციისგან თავისივე ამომრჩეველი ითხოვს. ნურას უკაცრავად, თქვეს, რომ დავიღალეთო, დავისვენებთო, მერე ახალ წლებზე გადავიტვირთებითო, ხელფასებს, რა თქმა უნდა, ავიღებთო და თებერვალში ვნახავთ რას გავაკეთებთო. ოპოზიციის ლოცვა-კურთხევა არ სჭირდება პირველ სხდომას არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში”, – აღნიშნავს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები