“ოპოზიციამ თავისი მოღვაწეობა მელიქიშვილის გამზირზე, პრაქტიკულად, დაასრულა; ოპოზიციის ასეთი დასასრული ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ” – მაჭარაშვილი

“ოპოზიციამ თავისი მოღვაწეობა მელიქიშვილის გამზირზე, პრაქტიკულად დაასრულა”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

“ოპოზიციამ თავისი მოღვაწეობა მელიქიშვილის გამზირზე, პრაქტიკულად, დაასრულა, როდესაც თქვა, რომ სულ რაღაც რამდენიმე ათეული დავრჩით და ახლა გმირულად დავეცით მელიქიშვილის გამზირზეო. თავის მომხრეებს ჯაფარიძის სახით გაუგზავნა შეტყობინება, ახლა დავისვენოთო. ეს არის დასასრული.

ოპოზიციის ასეთი დასასრული ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ. ვერ ვხედავთ ისევ და ისევ 61 განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ოპოზიციამ თავისივე ამომრჩეველი, როგორც ყოველთვის, მოატყუა. ეუბნებოდა, რომ ისინი პარლამენტში არ შევიდოდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ 61 განაცხადს, სადაც ისინი იტყვიან, რომ ჩვენ, 61 ოპოზიციონერი დეპუტატი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებებს კანცელარიას ჩავაბარებთ. უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით სად არის 61 განცხადება. ამას სთხოვს ოპოზიციას თავისივე ამომრჩეველი. ნურას უკაცრავად, ახლა თქვეს, ჩვენ დავიღალეთ, დავისვენებთო, შემდეგ ახალ წლებზე გადავიტვირთებითო, რა თქმა უნდა, ხელფასებს მივიღებთო და მერე თებერვალში ვნახავთ, რას გავაკეთებთო”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები