თსუ-ის ერთ-ერთ აუდიტორიაში ათამდე პირი იმყოფება – ისინი ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეში, N 023 აუდიტორიაში მოძრაობა „დაფიონის“ წევრები და უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებიან.

ისინი უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.

აქტივისტები აცხადებენ, რომ დღეიდან ყველას დაკავებულ აუდიტორიაში ელოდებიან.

გარდა ამისა, მოძრაობა „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძე დღეს ლექციას ჩაატარებს თემაზე – სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და ბოიკოტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები