“ოპოზიცია უნდა შევიდეს სხდომაზე და გრძელვადიანი თამაში დაიწყონ, აღიარონ შეცდომები და აიღონ პასუხისმგებლობა” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

“თუ ვინმე ადეკვატურია ამ ოპოზიციურ ველზე, უნდა შევიდნენ პარლამენტში და გრძელვადიანი თამაში დაიწყონ. აღიარონ შეცდომები, აიღონ პასუხისმგებლობა, თქვან: ბოდიში ქართველო ხალხო, რომ ვერ გავამართლეთ თქვენი იმედები, წავაგეთ, ეს რეჟიმი გვაქვს რაც გვაქვს და მეტი ეს შეცდომა არ დავუშვათ”, – ამის შესახებ
“გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილი გადაცემაში “თავისუფალი ბაზარი” ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიციას ქართველი ხალხისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი.

“როდის შემდეგ გახდა დანაშაული, რომ ამ ხალხის გვერდზე დავჯდე და ეს ხალხი ვლანძღო, როცა იღებენ ცუდ კანონებს. ან მოვთხოვო ახალი არჩევნები იმ სავარძლიდან. იმ სავარძელში რომ დავჯდე, იქ ვეღარ მოვთხოვ ახალ არჩევნებს და ვერ ვიტყვი რომ გაჟონაო? იმასაც ვიტყვი, უბრალოდ რა პრობლემაა რომ იქ ვიჯდე”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები