ირაკლი კირცხალია: ზურაბიშვილია კონსტიტუციის დარღვევის და პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენების მედროშე
“ერთწინადადებიანი ანეკდოტი ჟღერს ასე – სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. თავად ზურაბიშვილია კონსტიტუციის დარღვევის და პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენების მედროშე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ტყუილია, რომ თითქოს პარლამენტის შეკრება რაიმე სახით შეიძლება შეფერხდეს.
„ვითომ კონსტიტუციონალისტების უტიფარი ტყუილია, რომ თითქოს პარლამენტის შეკრება რაიმე სახით შეიძლება შეფერხდეს. ეს არის სრული აბსურდი! საკონსტიტუციო სარჩელებამდე იყო გამოძიება. რამდენიმე ადამიანი მაგისტრ მოსამართლესთან დაიკითხა, სადაც მათ ვერავითარი ფაქტი და მტკიცებულება ვერ წარადგინეს. ეს ყველაფერი არის უტიფარი პოპულიზმი!“, – განაცხადა კირცხალიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.