“სიების ჩახსნა და მანდატების გაუქმება არ არის ჩვენი გზა, ეს “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგია” – თეონა აქუბარდია
“სიების ჩახსნა და მანდატების გაუქმება არ არის ჩვენი გზა. არიან პარტიები თუ კოალიციები, რომლებიც 10-ჯერ აპირებენ განცხადების დაწერას და ჩვენ არ მივყვებით მათ გზას, რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი კურსი და ტაქტიკა”, – ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის დაწერა “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგია.
“სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის დაწერა “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგია და ჩვენგან ეს ყველაფერი რადიკალურად განსხვავდება. არ ვაპირებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგში მოვექცეთ და “ქართული ოცნების” ბერკეტები იყოს ჩვენზე გამოყენებული და მათი ნება-სურვილის შესაბამისად ვმოქმედებდეთ”, – განმარტა აქუბარდიამ.