მარტვილის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარტვილის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ეკა ნაროუშვილმა, სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა, მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რობერტ კოტია და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროექტების შესახებ ისაუბრეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტს „დანერგე მომავალი“, რომელშიც 2019 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორცილდა. ბაღების კომპონენტში ნაცვლად მინიმუმ გასაშენებელი ფართობისა 1 ჰექტრისა განისაზღვრა 0.5 ჰექტარი. ბაღების კომპონენტში 1 ბენეფიციარზე მაქსიმალური თანადაფინანსების ოდენობა ნაცვლად 100,000 ლარისა განისაზღვრა არაუმეტეს 250,000 ლარისა. ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების არაუმეტეს 70%, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა კი 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 250 ლარისა 0,5 ჰა-ზე; სანერგე კომპონენტის ნაწილში, ნაცვლად 50%-იანი თანადაფინანსებისა დაფინანსდება პროექტის ჯამური ღირებულების 70% არაუმეტეს 500 000 ლარამდე.
„დანერგე მომავალი“ მოიცავს კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტს, რომლის ფარგლებშიც, სამი სასოფლო-სამეურნეო კულტურის, ლურჯი მოცვის, უეკლო მაყვლისა და ჟოლოს გაშენება სახელმწიფოს მხრიდან თითქმის 100%-ის ფარგლებში ფინანსდება“,- აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტში განაცხადების მიღება 1 ივნისს განახლდება. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულ და პერსპექტიულ სასოფლო-სამეურნეო დარგებზე საუბარს.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმირება მიმდინარე სახელწიფო პროგრამებისა და ამ მიმართულებით მარტვილის მუნიციპალიტეტში უკვე დაფინანსებული პროექტების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები