ლევან იზორიამ რუსთავში ბავშვების გადარჩენისთვის სამი სამხედრო დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 42- ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს -კაპიტან ალექსანდრე ჯანიაშვილს, უფროს ლეიტენანტ გიორგი მუსელიანსა და კაპრალ დავით კვიწინაძეს უმასპინძლა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიამ ჯარისკაცებს სამაგალითო საქციელისთვის მადლობა გადაუხადა და იარაღით დააჯილდოვა.
თავდაცვის მინისტრმა რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე ხანძრისა და განვითარებული მოვლენების შესახებ სამხედრო მოსამსახურეებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. ლევან იზორიამ ჯარისკაცებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
IV მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამმა სამხედრო მოსამსახურემ, მეხანძრეებსა და პოლიციელებთან ერთად, ალმოდებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა და ხუთი ბავშვი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები