სოფელ ვაშლოვანში 4.7-კილომეტრიანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, სოფელ ვაშლოვნის სოფელ კოდასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 4.7 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე მოეწყობა ბეტონის საფარი. პროექტის განხორციელების შედეგად, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების პირობით ისარგებლებს სოფლებში – ვაშლოვანსა და ერტისში მცხოვრები 1000-მდე მოსახლე.
აღსანიშნავია, რომ გზის მოწესრიგებამდე აღნიშნული სოფლების მოსახლეობა სარგებლობდა შემოვლითი გზით, ხოლო სამუშაოების განხორციელების შედეგად სოფლები უმოკლესი პირდაპირი გზით დაუკავშირდება ცენტრალურ საავტომობილო გზას. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 1 997 914.00 ლარს. სამუშაოების დასრულება ხელშეკრულებით 2019 წლის ივნისის ბოლომდეა გათვალისწინებული.