ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა  მოადგილეებთან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერებსა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა. სამუშაო შეხვედრაზე  მხარეებმა 2018-2019 წლებში გარდამავალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ იმსჯელეს და 2019 წლის მიმდინარეობა შეაფასეს. საუბარი შეეხო  მუნიციპალიტეტებში ამბულატორიების, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრების, საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის საკითხებს, ასევე, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული სხვა პროექტებისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  გათვალისწინებულ სამუშაოებს.
დღესვე  სახელმწიფო რწმუნებულმა  სტიქიის პრევენციის შესახებ ისაუბრა და რეგიონში  ამ მიმართულებით  მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები