კახეთში, ორ საბავშვო ბაღში ჭერი ჩამოინგრა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების – ქვემო მაჩხაანისა და ზემო ბოდბის საბავშვო ბაღებში ე.წ.შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. ჭერის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. სოფელ ქვემო მაჩხაანის საბავშვო ბაღში შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, რის შესახებაც თანამშრომლებმა დღეს დილით შეიტყეს. ამ დროისთვის, სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვიცემერის, მადონა ბატიაშვილის თქმით, შენობას რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა. რაც შეეხება სოფელ ზემო ბოდბეს – ვიცემერის განცხადებით, ზემო ბოდბის საბავშვო ბაღში ჭერის ნაწილი ორი დღის წინ ჩამოინგარა. მადონა ბატიაშვილი მომხდარს სამუშაოების, სავარაუდოდ, უხარისხოდ ჩატარებას უკავშირებს.
“ორივე ბაღთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს კომპანიას. ზარალი მაქსიმუმ 3 ათას ლარამდეა, პასუხისმგებელი კომპანია ვალდებულებას საკუთარ თავზე იღებს და სამუშაოებს მალე დაიწყეს. როგორც ჩანს, სამუშაოები შესაბამისი ხარისხით არ იყო ჩატარებული”, – განაცხადა ბატიაშვილმა.