ხულოს საკრებულოს სხდომას “ნაცმოძრაობის” წევრები არ დაესწრნენ
ხულოში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწიებული ოთხი საკითხი განიხილეს. სესიაზე დეპუტატებმა იალაღებზე მგზავრთა მომსახურების პროგრამა დაამტკიცეს. აღნიშნული პროგრამისთვის წელს 24 ათას 944 ლარია გამოყოფილი. მოიალაღეებს, უფასო მარშრუტი, წელს ათი მიმართულებით გადაადგილდება. მთებში გადასაყვანად მოიალაღეებს მარშუტი პირველი ივნისიდან 1-ელ სექტემბრამდე მოემსახურება. სესიას არ ესწრებოდნენ ენმ-ის წევრები, რასაც შეფასება მოყვა საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან. ჯუმერ დიმიტრაძემ ოპონენტების საქციელი არჩევნების შედეგს დაუკავშირა, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა” სესიაზე არდასწრებას პარტიული შეხვედრით ხსნის.
“როგორც ყოველთვის, ოპოზიციამ დღესაც გამოიჩინა არასერიოზული დამოკიდებულება საკრებულოს წევრის სტატუსის მიმართ და არ დაესწრო მათი სრული შემადგენლობით დღევანდელ სხდომას, თუმცა მესმის მე მათი მდგომარეობა იმიტომ, რომ ისინი სამგლოვიარო პროცესში არიან უკვე რამოდენიმე კვირაა. მე ვფიქრობ, ძალიან დიდხანს გასტანს ეს პროცესი. ხოლო მათ გარეშე სხდომა ძალიან მშვიდად ჩატარდა. დადებითად გადაწყდა სხდომაზე დასმული ყველა საკითხი“, – აღნიშნა ხულოს საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯუმბერ დიმიტრაძემ.
“მგზავრთა მთებში გადაყვანის პროგრამა ხულოს მუნიციპალიტეტში წლები ხორციელდება. ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ მოსახლეობას ზაფხულობით პირუტყვი გამოსაკვებად იალაღებზე გადაჰყავთ, ამიტომაც მნიშვნელოვანის შევუქმნათ შესაბამისი პირობები. აქამდე 9 მიმარტულებით ემსახურებოდა ტრანსპორტი, წელს ერთი დაუმატეთ კიდევ, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 24 ათას 944 ლარია გამოყოფილი. მნიშვნელოვანია მთებსი ელექტროფიკაციის მოწესრიგება, წელს სრულად მიეწოდება ელექტროენერგია ბეშუმის მოიალაღეებს”, – განაცხადა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, ზაურ გობაძემ.