ქობულეთში, თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების განთავსების პროექტის გაცნობის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში თანამედროვე, ევრო სტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის პროექტის გაცნობის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
უცხოელმა და ქართველმა სპეციალისტებმა სოფელ ცეცხლაურის მოსახლეობასთან უკვე გამართეს საინფორმაციო სახის რამდენიმე შეხვედრა, დეტალურად განუმარტეს პროექტის მნიშვნელობა და უპასუხეს ადგილობრივებისთვის საინტერესო კითხვებს.
მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით  ცეცხლაურის ახალი სანიტარული ნარჩენების განთავსების ობიექტი პირველი თანამედროვე  სტანდარტების ნაგავსაყრელი იქნება საქართველოში, რომლის მშენებლობის პროცესში საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციებია ჩართული.
პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც  3 მილიონი ევრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)-ს მიერ იაფი სესხის ფარგლებში, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსდა.
შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიასა” და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ მშენებელ კომპანია „გოქსინ ინშაათ-ს„ შორის პროექტის ახალი სანიტარული ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.
ნარჩენების მართვის პროექტი ახალი სანიტარული ნარჩენების მართვის  ობიექტისა და მისასვლელი გზის დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობას, ასევე, ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების დახურვას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები